Friday, April 11, 2014

ტრიპლეტი


ქიმერიონი

ღვინის დაყენების ფილოსოფია
სრულიად ბუნებრივია ის, რომ ღვინის კეთების ჩვენი ფილოსოფია უპირველეს ყოვლისა მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული. ჩვენი ძირითადი მიზანია ბალანსის შენარჩუნება ტრადიციის, გამოცდილებისა, და თანამედროვე მიღწევებს შორის. ამიტომაც, “ქიმერიონისღვინის ფილოსოფიის ქვაკუთედი ასე გამოიყურება:

- დიდებული ღვინო ვენახიდან იღებს სათავეს. ბევრი შრომა და ვენახისადმი მდგრადი მიდგომა ისაა, რაც განსაკუთრებულს ხდის ჩვენს ღვინოებს. ჩვენი სურვილია მაქსიმალურად ბევრი ავიღოთ იმ ბუნებრივი პირობებისგან, რასაც კახეთი გვთავაზობს და შევქმნათ მსოფლიო კლასის ღვინოები, რომლებიც თავისი ხასიათით ძირფესვიანად ქართულად დარჩებიან.

- ცუდი ყურძნისგან კარგ ღვინოს ვერასდროს დაამზადებ და ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ გამოცდილ მევენახეებთან საუკეთესო შედეგების მისაღებად. შეიძლება უყოყმანოდ ითქვას, რომ ჩვენთვის თითოეული მტევანია მნიშვნელოვანი და ყურძნისადმი ასეთი ყურადღება უდავოდ აისახება ჩვენ ღვინოებში.

- დაწურული ყურძნის წვენს ისევე, როგორც ყურძენს, ნაზი მოპყრობა უყვარს, ხოლო კარგი ღვინის დაყენებას საქმისადმი ერთგული ადამიანები ესაჭიროება. ჩვენ მუდმივად ვახალისებთ დროის მიერ დავარგებულ ტრადიციებს და ღვინის კეთებისას არ ვივიწყებთ იმ ტექნოლოგიურ მიღწევებსაც, რასაც ღვინის სამყარო გვთავაზობს. ამავე დროს, ჩვენ ვცდილობთ ზედმეტად არ ჩავერიოთ პროცესში და მივცეთ საშუალება ყურძენს გადაიქცეს იმად, რადაც თვითონ მას უნდა რომ იქცეს, ოღონდ ბუნებრივად.

- მოთმინება, მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმინება. მხოლოდ ასეალაპარაკდებაღვინოდქცეული ყურძენი და გვერწმუნეთ, ჩვენ არასდროს გამოვიტანთ მომხმარებლის სამსჯავროზე იმ ღვინოს, რომელშიც ყურძენი ზედმიწევნით ქართულად არლაპარაკობს.”

ქიმერიონის მიერ გამოყენებული ყურძნის ჯიშების აღწერა

საფერავი

მუქი წითელი, შავი ვაზის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ჯიში. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით საფერავი ეკუთვნის ზოგად ჯიშთა ჯგუფს, თუმცა წარმომავლობით კახური უნდა იყოს. გავრცელებული იყო თითქმის მთელ საქართველოში. არსებობს ორი სახეობადიდი და პატარა საფერავი. კახეთში გავრცელებული ყოფილა ასევეგანჯური საფერავი”. მოსავლიანობის, შაქრის დიდი შემცველობისა და საღებავის სიუხვით ძვირფას ვაზის ჯიშად ითვლება. საჭმელად ნაკლებად იხმარება, უპირატესად საღვინე ჯიშია. საფერავისგან დაყენებული წითელი ღვინო გამოირჩევა სურნელით, ფერითა და სიმაგრით. იყენებენ სხვა ღვინოების გაუმჯობესებისა და შეფერადებისთვის. დაძველების მიხედვით მისგან დაყენებული ღვინის მარკებიასაფერავი” (ერთ წლიანი), “ქინძმარაული” (ორ წლიანი) დამუკუზანი” (სამი და ზევით). საფერავი-ძველი ქართული ტექნიკური ჯიშია. დამწიფების გვიანდელი ვადით ფოთლები დიდი მომრგვალო, სამფრთიანი. მტევანი საშუალო ან დიდი. კონუსური. მარცვალი საშუალო ან დიდი ოვალური. მუქი ლურჯი. რბილი კანით. წვნიანი რბილობით. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე ხორნაბუჯის ტერიტორიაზე საშუალოდ 150 დღეა აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3000 c პირობებში. მოსავლიანიბა 80-120/ჰა. ყინვაგამძლეობის თვალსაზრისით ყველაზე პირველია. ჯიში ნახევრადმდგრადია სოკოვანი დაავადებების მიმართ. განსაკუთრებული ადგილი აქვს საფერავს, სუფრის ნახევრადტკბილი ღვინის დასამზადებლად. საფერავის ჯიშის ღვინომასალა, ალექსანდროულის ჯიშის ღვინომასალასთან ერთად გამოიყენება ნახევრადტკბილი ღვინის დასამზადებლად. რომელიც ხარისხით არ ჩანოუვარდება საქვეყნოდ ცნობილ ღვინოსხვანჩკარა”.

რქაწითელი

ქართული ტექნიკური ვაზის ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით. ჯიში განეკუთვნება შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამ-ხუთფრთიანი, მტევანი საშუალო ზომის ან დიდი, ცილინდროკონუსური. მარცვალი საშუალო, ოვალური მომწვანო-ყვითელი ფერის ყავისფერი ლაქებით. პერიოდი დაკვირტვიდან ტურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 150 დღეა  აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3100-3200 c პირობებში მოსავლიანობა 100-150 /ჰა. ჯიში ყინვაგამძლეა. ნახევრადმდგრადია მილდიუს მიმართ მცირედ ზიანდება იოდიუმით.რქაწითელით მზადდება სუფრის მშრალი თეთრი სამარკო ღვინორქაწითელი”, ადგილობრივი კახური მეთოდით. ასევე რქაწითელი, ხიხვისა და მწვანეს ჯიშის ღვინომასალებთან, კუპაჟში, გამოიყენება ღვინისრქაწითელი ხორნაბუჯულლისდასამზადებლად, რომელიც ასევე კახური ტიპისაა. რქაწითელი, მწვანეს ჯიშის ღვინომასალასთან ერთად, კუპაჟში, განოიყენება თეთრი სამარკო ღვინისტიბაანისდასამზადებლად. რქაწითელის, საფერავისა და კაბერნე სოვინიონის ჯიშის ღვინომასალები გამოიყენება სუფრის ნახევრადმშრალი ვარდისფერი ღვინის დასამზადებლად. ასევე ეს ჯიში ჩინურის, ჩხავერის ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ღვინომასალები რქაწითელის, ხიხვის, მწვანეს ჯიშისაგან გამოიყენება თეთრი მაგარი, პორტვეინის ტიპისკარდენახისდასამზადებლად.






ქისიი

ყურძნის ქართული ტექნიკური ჯიში. დამწიფების გვიანდელი ვადით. იგი ეკუთვნის შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო. მარცვალი ოდნავ ოვალური. ძირითადად სამფრთიანი. მტევანი საშუალო, კონუსური ან ცილინდრო-კონუსური. მარცვალი საშვალო, ოვალური მომწვანო თეთრი ფერის. თხელი კანით, წვნიანი რბილობით. პერიოდი დაკვირტვიდან ყუირძნის ტექნიკურ სიმწიფემდე ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 140 დღეა აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 2950c პირობებში. მოსავლიანიბა 55-80/ჰა. მდგრადობა სოკოვანი დაავადებების მიმართ, შედარებით სუსტია.
ქართული ღვინის ფენომენი

ოქსფორდის ღვინის მეგზურშიაღნიშნულია, რომ ღვინის კეთების ტრადიციას სამხრეთ კავკასიის ბარაქიან მიწებზე, კეძოდ კი საქართველოში ჩაეყარა საფუძველი. არიან ისეთებიც, ვისაც წამს, რომ საქართველო და ღვინო ერთდროულად მოევლინენ ქვეყანას. ამის საფუძველს საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი ყურძნის წიპწები იძლევა, რომლებიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე 7-6 საუკუნეებით თარიღდება, რომ აღარაფერი ვთქვათ აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ სამი ათასი წლის ქვევრებზე. ქართულივიკიპედიისმიხედვით: “საინტერესოა ისიც, რომ მხოლოდ ქართულ ენაში დასტურდება სიტყვაღვინისსემანტიკური მნიშვნელობაც და რომ ის ზმნაღვივილი”-დან არის მიღებული. ამ სიტყვის ფუძე, - “ღვ” – წმინდა ქართულია და მისი საწყისი ფორმა უნდა იყოსღვივილი,” ანუ ის, რაც დუღს, ამოდის, ღვივდება... ამიტომ არის: მღვინვარე, სამღვინვოღვინო.”

ჯერ კიდევ ანტიკური სამყარო აღნიშნავდა საქართველოში ღვინის კეთების განსაკუთრებული უნარების შესახებ. ანტიკურობის ხანის ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა, და მათ შორის: აპოლონ როდოსელი, სტრაბონი და პორფირე კესარიელი მოიხსენიებენ თავის ნაწერებში საქართველოს, როგორც ქვეყანას, სადაც პირველად იქნა მოშინაურებული ვაზი. საქართველოშივე ჩაეყარა საფუძველი ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციულ მეთოდსაც, საიდანაც ქვევრი შემდგომში გავრცელებულა მესოპოტამიაში, ეგვიპტესა და საბერძნეთში. ქვევრს ლათინურადდოლიუმიეწოდება, ბერძნულადპითოსი,” ესპანურად კიტინახა.”

სამხრეთ კავკასიის უძველესმა მაცხოვრებლებმა პირველებმა აღმოაჩინეს თუ როგორ ტრანსფორმირდება ყურძნის წვენი ღვინოდ თუ მიწაში ჩაფლულ ქვევრებში დაავარგებ მას. დროის განმავლობაში ეს ცოდნა კიდევ უფრო დაიხვეწა. ათასწლეულების განმავლობაში ღვინის კეთების და მოხმარების ფაზები სულ უფრო და უფრო ვითარდებოდა, მაგრამ ქვევრში ღვინის დავარგების წესი დღესაც ისევთივე მნიშვნელოვნად ითვლება, როგორც ეს საუკუნეების წინ იყო. ბევრი ქართული ოჯახი ერთგულად მიყვება ღვინის კეთების ამ მდიდარ კულტურას და ტრადიციებს. ისინი საკუთარ მარნებში ჩაყრილ სხვადასხვა ზომის ქვევრებში აკეთებენ ღვინოს, სადაც მიწის სიგრილე სხვა ელფერ ძენს მიღებულ პროდუქტს. ქვევრებთან დაკავშირებით აღსანიშნავია ისიც, რომ მეთუნეობა ძალიან განვითარებული ყოფილა საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც წყლის, თიხის და ცეცხლის მეშვეობით უზარმაზარი და სრულიად უნიკალური საღვინე ჭურჭლები კეთდებოდა.

საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და ტრადიციები იყო ის, რამაც მოგვიანებით საქართველო 500 ავთენტური ყურძნის ჯიშის სამშობლოდ აქცია. დღეს ყველაზე ცნობილი ქართული ყურძნის ჯიშებია რქაწითელი, საფერავი, ქისი, კახური მწვანე, ხიხვი, ალექსანდროული, მუჯურეთული, ოჯალეში, თავკვერი და სხვა.

ღვინოს მთავარი ადგილი უკავია ნებისმიერი ქართველის ცხოვრებაში და ზოგადად, ქართულ კულტურაში. ქართველი მევენახეები და მეღვინეები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დღესაც ამზადებენ საუკეთესო ღვინოებს ქვევრში და განსაკუთრებული სიამაყით წარუდგენენ თავიანთ პროდუქციას სტუმრებს. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ქართველებს ნამდვილად არ დაუკარგავთ ღვინის კეთების საუკუნოვანი ტრადიციები და ამიტომაცაა, რომ ღვინოს ასეთი დიდი ადგილი უკავია აქ.
ქიმერიონიახალი  ღვინის კომპანიაა ქართულ ბაზარზე. ის 2011 წელს დაარსდა და აქედან მოყოლებული ერთგულადაა მომართული განსაკუთრებული ხარისხის დახვეწილი ღვინოების შესაქმნელად. ჩვენი კომპანიის დასახელება, - “ქიმერიონი” – იმ არტისტულ კაფესთანაა დაკავშირებული, რომელიც 1919 წლის 28 დეკემბერს გაიხსნა თბილისში. ეს გახლდათ ადგილი, სადაც უმნიშვნელოვანესი ქართველი და არა მხოლოდ ქართველი ხელოვანები იკრიბებოდნენ წლების განმავლობაში და რომელმაც გარკვეული თვალსზრისით განსაზღვრა თანამედროვე ქართული ხელოვნების შემდგომი მიმართულება. “ქიმერიონისპროდუქცია ტრადიციულ და ყველაზე მნიშვნელოვან ქართული ვაზის ჯიშებსსაფერავი, რქაწითელი, ქისიეყრდნობა. კომპანიის საკუთრებაში მყოფი ვენახი, კახეთის სოფელ ჩუმლაყშია ჩაყრილი. ამ ვენახში მოწეული ყურძენი, თანამედროვე ტექნოლოგიები და ღვინის დამზადებისადმი ჩვენი უკომპრომისო მიდგომა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ისეთი პროდუქცია რომელიც შედეგია ქართველი კაცის ვენახთან, ყურძენთან და ღვინოსთან მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობისა, ტრადიციისა და ამავდროულად მიმართულია მომავლისკენ. ღვინის გარდა, კომპანია აწარმოებს ორი სახის უმაღლესი ხარისხის ჭაჭასაც.

      კომპანიის ხედვა და მიზნები:
  ჩვენი სურვილია შევქმნათ ღვინოები, რომლებიც სრულად ასახავენ უნიკალური ღვინის რეგიონის, კახეთის, განუმეორებელ ხასიათს და რომლებიც ერთგულნი დარჩებიან საქართველოში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისადმი. შესაბამისად, ჩვენი ღვინოების ხარისხი შედეგია ჩვენივე მგზნებარე სურვილისა ყურადღებით მოვეკიდოთ დახვეწილი პროდუქტის მისაღებად აუცილებელ ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანსაც კი, რადგანაც დარწმუნებულები ვართ, რომ ღვინის კეთების პროცესში წვრილმანები არ არსებობს. ჩვენ გვჯერავს, რომ ღვინისადმი ასეთი მიდგომა საუკეთესო სახით წარმოაჩენსქიმერიონსმომხმარებლის თვალში და მომავალშიც სულ უფრო და უფრო გააღვივებს მის ინტერესს ჩვენი პროდუქციისადმი. ამ მიზნის მისაღწევად მთელი ჩვენი გუნდია მომართული. გუნდურ პრინციპებზე დაფუძნებული შრომა, ერთმანეთისადმი პატივისცემა, ენთუზიაზმი და კომპანიის ძირითადი ღირებულებები საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ჩვენი ღვინოები უდავოდ გამორჩეულია და ასეთადვე დარჩება მომავალში.